ახალი ამბები
რატომ არ შესრულდა სამოქალაქო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების ნაწილი ზუგდიდში
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი არ შესრულდა. გასულ წელს განსახორციელებელი 26 პროექტიდან, მხოლოდ 20 დასრულდა.

სამოქალაქო ბიუჯეტი, რომელიც 2019 წლიდან დაინერგა ზუგდიდში, გულისხმობს მოქალაქეების მიერ წარდგენილი პროექტების დაფინანსებას და შესრულებას. პროგრამის ფარგლებში ქალაქის ხუთი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილია 200 000 – 200 000 ლარი. პროექტები მეტწილად შეეხება სპორტული და საბავშვო მოედნების, ასევე სკვერების მოწყობას და ქუჩების გამწვანებას.

ერთ-ერთი პროექტი რომელიც ამ დრომდე არ განხორციელებულა, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობას გულისხმობდა, სადაც ამფითეატრი და ფიტნეს ზონაც უნდა ყოფილიყო. პროექტის ავტორები ამ ქუჩის მცხოვრებლები თამაზ ფიფია და ნიკა ლაშხია არიან.

როგორც ნიკა ლაშხია ამბობს, ყველა საფეხური რაც პროექტის წარდგენისას იყო საჭირო წარმატებით გაიარეს, თუმცა მოგვიანებით როცა უშუალოდ სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, გაუთვალისწინებელმა პრობლემამ იჩინა თავი:

"მიზეზი თუ რატომ ვერ განხორციელდა ეს პროეტი არის ამ ლოკაციაზე არსებული ტრანფორმატორი, რომელიც სხვა მხარეს უნდა გადაიტანონ. როგორც აგვიხსნეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რადგან ტრანსფორმატორი არის მათ დაქვემდებარებაში. იმედი გვაქვს ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება", - განაცხადა ნიკა ლაშხიამ.

ის სხვა პროექტების ავტორებთან ერთად ესწრებოდა მერიაში 20 მაისს გამართულ შეხვედრას, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტის შესრულებისას არსებული ხარვეზების და მათი გამოსწორების საკითხებს შეეხებოდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: მერი მამუკა წოწერია, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პროექტების განხორციელებისთვის ხელისშემშლელ პრობლემებს შორის დასახელდა ტენდერები, სადაც მონაწილეობის მიღების სურვილი არ გამოთქვეს კომპანიებმა, ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად არასწორად შერჩეული ლოკაციები და არაზუსტად გაწერილი ხარჯები.

მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, სამოქალაქო ბიუჯეტი შედარებით ახალი პროექტია, ამიტომაც არ არის გასაკვირი გარკვეული ხარვეზების არსებობა. მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ძირითადად თავი იჩინა სამი სახის - ტექნიკურმა, სამართლებრივმა და ფინანსურმა ხარვეზებმა.

"დარჩენილი 6 პროექტიდან 2 მოლოდინის რეჟიმშია, დატენდერდბა და გამოცხადდება სამუშაოები. დანარჩენ შემთხვევაში გავდივართ, როგორ შეიძლება მათი განხორციელება ტექნიკურად. გამოიკვეთა ვერიფიკაციის ეტაპის გამოწვევები და ჩამოვყალიბდით იმ კონკრეტულ დეტალებზე რომელიც უნდა გავითვალისწინოთ მომავალში, რომ მსგავსი ხარვეზები არ შეგვექმნას", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

არასამთვრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი წარიმართოს სწორად. მისი თქმით, მერიამ მოქალაქეებს თავიდანვე უნდა უთხრას თუ სად, რა კონკრეტულ ადგილას არის შესაძლებელი პროექტის განხორციელება.

"ამჟამად რამდენიმე პროექტი შეფერხებულია რადგანაც მიწის ნაკვეთი არ არის მუნიციპალური საკუთრება, ან განთავსებულია ისეთი ობიექტი რომლის გადატანაც დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. აუცილებელია თავიდანვე გამოირიცხოს მსგავსი რისკი და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს პროგრამაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობა. პროგრამის განხორციელება უნდა დაიწყოს ყოველი წლის დასაწყისში, რათა თვითმმართველობას ჰქონდეს გონივრული პერიოდი პროექტის დროულად დასასრულებლად", - განაცხადა არჩილ თოდუამ.

სამოქალაქო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა. პროექტის ბიუჯეტი 1 000 000 ლარით განისაზღვრა.

პროექტის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან ფაქტობრივად ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე.

პროექტი ხორცილედება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.