„შენი სიჩუმე კლავს“ - ქალთა მკვლელობის ფაქტებს ზუგდიდში გააპროტესტებენ
დღეს, ზუგდიდის სკეიტ პარკში, აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ
ქალთა მკვლელობის ფაქტებს.
ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი სწორედ ქალთა მკვლელობების სასტიკი
სერიების წინააღმდეგ გამოვლენ, სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი
უფლების დასაცავად.
"#არდახუჭოთვალი
#შენისიჩუმეკლავს
#არიყოთანამონაწილე
#შეიძლებაშენიყოშემდეგი
#გამოდისიცოცხლისუფლებისთვის", - ასეთია ორგანიზატორთა მიმართვა საზოგადოებისადმი.
აქცია ზუგდიდის გარდა თბილისსა და ბათუმშიც გაიმართება.
შეკრების ორგანიზატორები არიან "საქართველოს შემეცნებითი ცენტრი", ქალთა ასოციაცია "გვირილა" და "ფემინა".
21 მაისს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი შვილების თვალწინ მოკლეს. ბრალდებული მისივე ქმარია, რომელიც შემთხვევის ადგილას დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.