„ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია“ - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის
ადვოკატი ამბობს, რომ
მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით
და ნანობს. უფლებადამცველმა სულხან კომახიძემ "ინტერპრესნიუსს" უთხრა, რომ მისთვის ბრალი ჯერ არ
წარუდგენიათ.
"ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ადვოკატმა.
21 მაისს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი შვილების თვალწინ მოკლეს. ბრალდებული მისივე ქმარია, რომელიც შემთხვევის ადგილას დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ქალთა მკვლელობებს დღეს ზუგდიდში, თბილისსა და ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.