ახალი ამბები
„არ მომიკლა დედა, არ გაჩუმდე“ - აქცია-პერფორმანსი ქალთა სიცოცხლის უფლების მხარდასაჭერად
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სკეიტ პარკში, მდუმარე აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს ქალთა მკვლელობის შემთხვევები. "არ მომიკლა დედა", "შენი სიჩუმე კლავს", "არ გაწირო, არ გაჩუმდე", - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით, სიმბოლურად შავებში ჩაცმულმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის და პარტიის წარმომადგენლებმა, ყელზე წითელი საღებავებით თქვეს, რომ ქალის სიცოცხლის უფლება ხელშეუხებელია. მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ერთის მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, მეორეს მხრივ კი კანონის ქმედითობის უზრუნველყოფა.

აქციის ორგანიზატორი, ქალთა ასოციაცია "გვირილას" დამფუძნებელი ეთო ალმასია ამბობს, რომ ისინი დღეს აქ სწორედ ქალის სიცოცხლის უფლების ხელშეუხებლობის მხარდასაჭერად გამოვიდნენ, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განაცხადონ და მოქალაქეებს, მათ შორის გუშინ, 21 მაისს, ტრანსპორტში მომხდარი მკვლელობის შემსწრეებს მიაწვდინონ ხმა, რომ ასეთ დროს გაჩუმება არ შეიძლება, რომ გულგრილობაც დანაშაულია.

"რაღაცნაირად, ჯაჭვური რეაქციით მივედით იმ ფატალურ შედეგამდე, რასაც ჰქვია, რომ სოფოს სიცოცხლე დასრულდა. კანონი უნდა იყოს კანონი როგორც ოჯახში, ისე ოჯახს გარეთაც. დღეს არ არის დაცული ქალთა უფლებები და ჩვენ გვიწევს ამაზე ხმამაღლა საუბარი, რომ საზოგადოების იმ ნაწილში ცნობიერება ავამაღლოთ და ქალის სიცოცხლის უფლება ხელშეუხებელი იყოს", - აღნიშნა ეთო ალმასიამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ასოციაცია "მერკურის" სოციალური მუშაკის, ანა თოდუას თქმით, აქ დღეს ორი მიზეზით მოვიდა. პირველი - როგორც პროფესიონალს, ევალებოდა მდგარიყო იმ მოქალაქეებთან, რომლებიც გმობენ ქალთა მკვლელობის გახშირებულ შემთხვევებს. მეორე - თავადაც ქალია და ორი გოგოს დედა. ამიტომ ფიქრობს, აქციაზე დგომით საკუთარი შვილების სიცოცხლესაც იცავს.

"ალბათ მეტი განათლება უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდან თანასწორობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახში როლების გადანაწილებაზე. თუმცა ამის გამკეთებლებს ჯერ ვერავის ვხედავ", - განმარტა ანა თოდუამ.

ზუგდიდის გარდა, აქციები დღეს თბილისსა და ბათუმშიც დაიგეგმა "საქართველოს შემეცნებითი ცენტრის", ქალთა ასოციაცია "გვირილას" და "ფემინას" ორგანიზებით.

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი შვილების თვალწინ მოკლეს. ბრალდებული მისივე ქმარია, რომელიც შემთხვევის ადგილას დააკავეს. ადვოკატი სულხან კომახიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით და ნანობს.

შსს-ს ინფორმაციით, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.