უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუს სერჟანტს
უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 21 წლის რუს სერჟანტ
ვადიმ შიშიმარინს.
მას ბრალად ედებოდა "ომის სამართლის დარღვევა" და სუმის ოლქის სოფელ
ჩუპახივკაში შეუიარაღებელი, 62 წლის მამაკაცის მკვლელობა. გამოცემა
"უნიანის" ინფორმაციით, გადაწყვეტილება კიევის სოლომენსკის რაიონული
სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
როგორც გამოცემის კორესპონდენტი იუწყება, შიშიმარინმა სასამართლოში საბრალდებო დასკვნის გამოცხადების შემდეგ, ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. სამხედრო პირის ჩვენებით, ის ასრულებდა ბრძანებას, როცა ველოსიპედზე მყოფი სამოქალაქო პირი მოკლა. ირწმუნება, რომ დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში საფრთხე მის სიცოცხლეს ემუქრებოდა.
ვადიმ შიშიმარინი მსახურობდა მოსკოვის რეგიონის მე-4 სატანკო სამმართველოში რაზმის მეთაურად. რუსი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდნის შემდეგ დააკავეს. უკრაინის პროკურატურის მტკიცებით, შიშიმარინმა 28 თებერვალს ჩადენილი დანაშაული გამოძიების ეტაპზევე აღიარა და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ვადიმ შიშიმარინს სახაზინო ადვოკატი იცავდა.
ეს პირველი სასამართლო პროცესია უკრაინაში, სადაც რუსი სამხედრო გაასამართლეს.