ოთხი დღით რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე
მდებარე,
რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების
მიზნით, 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00 სთ-დან 06:00
სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.