მოსკოვი რუსული ენის დისკრიმინაციის საფრთხეს ხედავს აფხაზურ „კანონპროექტში“
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მომზადებულ კანონპროექტში, რუსეთი
რუსული ენის დისკრიმინაციის
საფრთხეს ხედავს. საუბარი შეეხება კანონპროექტს, რომელიც არჩევნებში
მონაწილე
დუმაში დსთ-ს სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ყურადღებას ამახვილებს დეპუტატების არჩევის შესახებ კანონში ცვლილებაზე, რომელიც ითვალისწინებს აფხაზური ენის ცოდნის სავალდებულო მოთხოვნას. ასევე თანამდებობის პირებისთვის ენობრივი კომპეტენციის მოთხოვნების გამკაცრებას.
"ეს ფორმალურად მიზნად ისახავს აფხაზური ენის მხარდაჭერას, მაგრამ რეალურად იწვევს რუსული ენის დისკრიმინაციას", - განაცხადა კალაშნიკოვმა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბაც ესწრებოდა.
მისივე სიტყვებით, მსგავსი ინიციატივები შეიცავს ეთნიკური დაპირისპირების გამწვავების საფრთხეს, რუსული ენის სტატუსის გათვალისწინებით.
კალაშნიკოვმა მაგალითად მოიყვანა უკრაინა და აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობა "აფეთქდეს" მსგავსი ზედაპირული მიდგომით.
დეპუტატს იმედი აქვს, რომ აფხაზეთის "პარლამენტი" მუშაობას გააქტიურებს საჭირო საკანონმდებლო ბაზის მისაღებად, კერძოდ, უცხოური აგენტების საქმიანობის რეგულირების მიმართულებით.
"აქ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა.