ზუგდიდს უეფას მესამე კატეგორიის სტადიონი 2024 წლის პირველ კვარტალში ექნება - მინისტრი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირწმუნება, რომ
ზუგდიდს უეფას მესამე კატეგორიის
სტადიონი 2024 წლის პირველ კვარტალში ექნება. ასე უპასუხა ირაკლი
ქარსელაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ანა წითლიძის
კითხვას, რომელიც გაჭიანურებულ სამუშაოებს და გახარჯულ 22 მილიონს
ეხებოდა.
ანა წითლიძის თქმით, ის, რაც ზუგდიდის სტადიონთან დაკავშირებით მოხდა, დანაშაულია, თუმცა ამისთვის არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა ამ დრომდე. მანვე შესთავაზა მინისტრს, ჩავიდნენ და ერთად დაათვალიერონ სტადიონი.
"ზუგდიდის სტადიონში ცენტრალურმა ბიუჯეტმა გადაიხადა 22 მილიონი ლარი. უნდა აშენებულიყო ორი, ძირითადი და სათადარიგო. რეალურად აშენდა მხოლოდ ძირითადი სტადიონი, რომელიც 2017 წელს უნდა გახსნილიყო და 2017 წელს ჩამოინგრა. ჩამოინგრა ბატონო მინისტრო, არ არსებობს ზუგდიდის სტადიონი უბრალოდ. რამდენი წელი გავიდა მაგის შემდეგ? და არავის, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში მაქვს შეტანილი, არავის დაკისრებია ამაზე პასუხისმგებლობა, სად წავიდა ეს 22 მილიონი", - განაცხადა პარლამენტარმა.
ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ზუგდიდის სტადიონი თავდაპირველად აშენდა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, თუმცა გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების გამო, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
მინისტრის განმარტებით, სამუშაოები ჩატარდა არასრულყოფილად. კერძოდ, გასახდელებისა და შიდა სივრცეების მოპირკეთების დროს არ გამოუყენებიათ თბოიზოლაცია. შედეგად დაზიანდა სამუშაოები. მისი თქმით, მეორე შუალედური ფაზა უკვე წელს დასრულდება, პარალელურად კი, ივნისის ბოლოს ექსპერტიზას ელოდებიან ადაპტირებულ პროექტზე.
"ფაქტია, რომ ეს არ არის პროექტის განვითარების ნორმალური თანმიმდევრობა, მაგრამ არის გარკვეული მოცემულობები, რომლისთვისაც ჩვენ ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტას ვიყენებთ და ზუგდიდი ალბათ ამის კონკრეტული მაგალითია", - აღნიშნა მინისტრმა.
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის დაიწყო და 2019 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა თუმცა გადავადდა პროექტში შესული კორექტირების გამო. სულ მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო.
ძირითადი სტადიონის შენობაში ხარვეზები ფრაქცია ენმ-მ მონიტორინგის დროს, 2019 წლის იანვარში აღმოაჩინა და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ჟურნალისტებს სტადიონის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ჭერი ჩამოშლილი დაგვხვდა. კერძოდ, სადაც საპირფარეშოებია მოწყობილი, ჭერი თითქმის სრულად იყო ჩამოშლილი, მეორეგან, სადაც საშხაპეებია, სანახევროდ. ოთახებსა და დერეფანში ნესტის სუნი იდგა.
მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოები როცა სამშენებლო კომპანია "დაგისგან" ჩაიბარეს, მსგავსი პრობლემები არ ყოფილა და ეს ვითარება, რაც იქ ვნახეთ, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ განმარტა, რომ თუ გამოიკვეთებოდა უხარისხო მშენებლობის საკითხი, შემსრულებელი აუცილებლად დაისჯებოდა.
პირველი ეტაპის სამუშაოები "დაგმა" შეასრულა.
მოგვიანებით კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრა.
2020 წლის დეკემბერში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სტადიონის მშენებლობაში დაშვებულ შეცდომებში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ ყველაფრის გამოსწორებაზე ბევრი რესურსი, დრო და ადამიანური კაპიტალი დაიხარჯა. გახარია ფიქრობდა, რომ ეს საქმე გამოსაძიებელია.