ახალი ამბები
დღეს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს ღირშესანიშნაობების ნაწილი
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები.

მათ შორის:

განათდება ალექსანდრიის ბიბლიოთეკა (ეგვიპტე); კანადაში კი უკვე მეორედ, ნიაგარას ჩანჩქერი; სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობა; ავსტრალიაში ეროვნული კარილონის შენობა; არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC-ის შენობა; კორეის რესპუბლიკაში კი - ქ. სეულის მერიის შენობა.

საუდის არაბეთში ქვეყნის ყველაზე ცნობილ შენობაზე - „Kingdom Center“ გამოიხატება საქართველოს დროშა. თურქეთში განათდება ანკარის სიმბოლოები, თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების - TOBB შენობები, ე. წ. ტყუპები და აგრეთვე, ათაქულეს კოშკი; საქართველოს ეროვნული დროშის ფერები გამოისახება სტამბოლის ხიდზეც; აზერბაიჯანში განათდება ქ. ბაქოს ცენტრში მდებარე შენობა; უნგრეთში შოთა რუსთაველის ძეგლი. სომხეთში კი საქართველოს დროშა გამოისახება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე.

საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვას ცენტრალური ხიდი, ასევე ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი, ასევე დაგეგმილია ირლანდიაში, დუბლინის მერიის შენობის განათება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში. ბარსელონასა და ათენში განათდება ქალაქის შადრევნები, ხოლო კვიპროსში - საქართველოს დროშის ფერები გამოისახება ძველი მერიის შენობაზე.

სალონიკში მერიის შენობა ასევე განათდება ქართული დროშის ფერებით. ისრაელში კი, იერუსალიმის დავითის კოშკსა და ძველი ქალაქის კედელზე ქართული დროშა გამოხატება. აგრეთვე, უზბეკეთში ტაშკენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარე სასტუმრო „უზბეკეთი“, ხოლო სლოვაკეთში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობები. ასევე, 26 მაისთან დაკავშირებით, ირანში თეირანის მთავარ სატელევიზიო ანძაზე გამოისახება საქართველოს დროშა. ბელგიაში, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ქ. ნიუ-იორკში კი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.

ჩინეთში დაგეგმილია შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა. რუმინეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მეფე მიხაი პირველის სახელობის პარკში იგეგმება შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა, ასევე რუმინულ ენაზე „საქართველოს ისტორიის“ წიგნის პრეზენტაცია და ქართული ფილმების ჩვენება.

ჩეხეთში, ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მასარიკის უნივერსიტეტში, ადრეული შუა საუკუნეების კვლევით ცენტრში გაიხსნება შოთა რუსთაველის კაბინეტი.

ამასთან, ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.

ბელგიაში საქართველოს საელჩოსა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი ორგანიზებით, იგეგმება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენის მოწყობა და თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა.
ბრიტანეთის მუზეუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოეწყობა გამოფენა - „საქართველოს ისტორიის ევროპული ფურცლები“ .

ამასთან, ლიეტუვას ოკუპაციის მუზეუმში, დაგეგმილია, 1989 წლის 9 აპრილის 33-ე წლისთავისადმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის ორგანიზება - „33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან, საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისათვის“.

ესტონეთში, 26 მაისს, მოეწყობა გამოფენა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის თემაზე, ლატვიაში კი ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაში გაიმართება გამოფენა „საქართველო - ევროპის განუყოფელი ნაწილი“. გერმანიაში, დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ასევე იგეგმება გამოფენისა და კინოჩვენების ორგანიზება.

სლოვენიაში საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ლიუბლიანის მერიის შენობაში გაიხსნება ფოტოგამოფენა (25 მაისი - 2 ივნისი) „ჩემი ციხე-სიმაგრე ჩემი სახლია“, ასევე გაიმართება საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია სლოვენიის დიპ. აკადემიის სტუდენტებისა და ახალგაზრდა დიპლომატებისათვის;

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ირლანდიაში დუბლინის მერიის შენობაში Mansion House ასევე გაიმართება ფოტო-გამოფენა და ფილმის ჩვენება. ექსპოზიცია მიეძღვნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თემატიკას და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებს. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის, ისტორიის, ანბანის და ქართული ეროვნული სამოსის ამსახველი ფოტოგამოფენა.
კატარში, 26 მაისთან დაკავშირებით, იგეგმება ქართველი მხატვრების გამოფენის მოწყობა.

ასევე, მექსიკის დედაქალაქის ემბლემატურ მუზეუმში - Soumaya, გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება ფილმი - „დემოკრატიული მმართველობის ისტორია საქართველოში“.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება სერბეთშიც, სადაც მოეწყობა გამოფენა - „ქართული სამოსი - ეროვნული სიმდიდრე და ევროპული კულტურის მემკვიდრეობა“ ქართული ღვინის დეგუსტაციის თანხლებით.

26 მაისს, იაპონიაში გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები და ქართული ანბანის სამი სახეობის, ასევე ქართული ეროვნული სამოსის ნიმუშები.

ასევე, აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება დახურული ფორმატის დისკუსია საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ;

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა: შვეიცარიაში, ფინეთში, უნგრეთში, არგენტინაში, იტალიაში, ვატიკანში, ესპანეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, კვიპროსში, შვედეთში, საბერძნეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, დანიაში, ლატვიაში, ბელარუსში, ბულგარეთში, ქუვეითში, ყაზახეთში, მალაიზიაში, იორდანიაში, ქ. ნიუ-იორკში, ქ. სან-ფრანცისკოში, ქ. ტრაპიზონში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში დაიბეჭდება აზერბაიჯანში, გერმანიაში, კორეის რესპუბლიკაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდონეზიაში, სლოვაკეთში, თურქეთში, ფინეთში, მოლდოვაში, უნგრეთში, მექსიკაში, კატარში, სამხრეთ აფრიკაში, ისრაელში, იტალიაში, ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ინტერვიუები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ
მიშელს მადრიდში შეხვდა.
18:29 / 29.06.2022
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მადრიდში შეხვდა.
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებმაც
გუშინ, 28 ივნისს
16:33 / 29.06.2022
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებმაც გუშინ, 28 ივნისს "ქართული ოცნება" და საპარლამენტო
დღეს, თბილისის დროით 14:10 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
14:38 / 29.06.2022
დღეს, თბილისის დროით 14:10 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
დუშეთში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო
შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის,
13:02 / 29.06.2022
დუშეთში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.