ახალი ამბები
"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" - ახალი კამპანია საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად
FaceBook Twitter
E-mail Print
"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" - ასე ჰქვია მანიფესტს, რომელიც საზოგადოებას მწერალმა ლაშა ბუღაძემ გააცნო. მისი თქმით, ეს მანიფესტი გულისხმობს იმ დიდ იდეას, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი. ამიტომ, იწყებენ საზოგადოებრივ პროცესს ხალხთან ერთად, სადაც ისაუბრებენ და იბრძოლებენ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. დღეს დადგა დრო, როცა ყველა თაობამ, როგორი იმედგაცრუებულები და დაღლილებიც არ უნდა იყოს, უნდა გადავწყვიტონ შემდეგი - უნდათ თუ არა საქართველომ, მისმა ხალხმა, უძველესმა კულტურამ და დაუღალავმა სწრაფვამ, განვითარებისკენ ახალი მუხტი შეიძინოს თუ არა.

"რამდენიმე თაობაში ერთს ერგება ხოლმე უდიდესი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთხელ დაიმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი. და თუ თაობიდან თაობამდე, ისევ და ისევ ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მონობას, ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს არ უწერია დასასრული და გადაშენება.

ჩვენამდე არაერთმა რჩეულმა თაობამ გააკეთა ეს არჩევანი და ასე გადმოგვცა ჩვენი სახელმწიფო დასაცავად, მოსაფრთხილებლად და ასაყვავებლად. დღეს იგივე არჩევანის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს ერგო და ამ პასუხისმგებლობას ვერცერთი ვერ გავექცევით, თუკი ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის და ხალხის საამაყო გზის გაგრძელებაა, რადგან ღირსება და თავისუფლება ქართველების ცხოვრების წესი და რაობაა, და სხვანაირად არ და ვერ ვიცხოვრებთ. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს.

დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა. არ არსებობს არჩევანი სახელმწიფოსა და სამშობლოს, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის. სამშობლო - თავისუფალი სახელმწიფოა, უსაფრთხოება - თავისუფლების დაცვა.

დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. არავის, ქონების, წოდებისა და დიდების მიუხედავად, არ უნდა ჰქონდეს უფლება მიითვისოს, ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

დღეს ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას იმისთვის, რომ ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს, ხელისუფლების გადაცემა ბუნებრივი მოვლენა იყოს და არა იშვიათი გამონაკლისი.

დღეს ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას იმისთვის რომ კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს. არა მმართველის ნება, არამედ კანონია უზენაესი და მის წინაშე ყველა თანასწორია. არავინ დგას კანონზე მაღლა.

დღეს ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას იმისთვის, რომ მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში პოულობდეს - სადაც კანონის მიმართ ყველა თანასწორია და განაჩენს ვერავინ უკვეთავს, ან ყიდულობს.

დღეს ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს, არავინ იდევნებოდეს აზრის გამოთქმისთვის და ცენზურა, ან მედიაზე ზეწოლა კანონით ისჯებოდეს.

დღეს ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას იმისთვის, რომ სიღატაკე აღარ არსებობდეს, არავინ იყოს ქუჩაში უსახლკაროდ და მშიერი. პენსიონერებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ გარანტირებული.

დღეს ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას იმისთვის, რომ სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას, მმართველების ხელდასმული მოხელეები არ ძარცვავდნენ სახელმწიფოს, ხაზინის ქურდები ისჯებოდნენ.

დღეს ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას იმისთვის, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული, ეროვნულ საგანძურს და ბუნებრივ რესურსებს უფრთხილდებოდნენ და ხელისუფალნი უკანონოდ არ ასხვისებდნენ.

ამიტომ დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროკავშირს. ეს ჩვენი წინაპრების, თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისა და განვითარებისთვის ბრძოლის ღირსეული გაგრძელებაა, რამაც თავისუფალი სამყაროს ნაწილად უნდა გვაქციოს. ხოლო ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს.

მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ, თუ რა გააკეთე შენ, როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. დავდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ", - ვკითხულობთ მანიფესტის ტექსტში.

მანიფესტის გარშემო გაერთიანდნენ არასამთავრობოორგანიზაციების, კულტურის და მედიის წარმომადგენლები.

საქართველო ივნისის ბოლოსთვის ელოდება ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსზე პასუხს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.