ახალი ამბები
ენმ-ის წევრის თქმით, სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი გაუჩინარდა და მასზე ზეწოლა მიმდინარეობს
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა კუჭავა აცხადებს, რომ მისი თანაფრაქციელი, სოფელ თეკლათის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ წურწუმია გაუჩინარებულია. ლაშა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სავარაუდოდ მის თანაგუნდელზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა, რათა დატოვოს მანდატი. ამის შემდეგ, როგორც კუჭავა განმარტავს, საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობას დაკარგავს და თანაბარი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი "ქართულ ოცნებასთან".

"ბოლო დღეებში ის [ვახტანგ წურწუმია] იყო აფორიაქებული, განადგურებული. მითხრა კიდევაც... მე სხვა ინფორმაციაც მაქვს და ვიცი, რომ მასზე მიმდინარეობდა რეგულარული ზეწოლა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემთან, საღამოს კი ჩემი კუთვნილი ავტომობილით წავიდა თავის სახლში. დილით უნდა შევხვედროდით, მაგრამ რომ არ მოვიდა, მივაკითხე. მანქანა დამხვდა მის ჭიშკართან და გასაღები იდო შიგნით. ოჯახში არავინ იცის სად არის ადამიანი. ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. ამ წუთამდე ეს არავინ არ იცის. მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის მისი დამუშავება, რომ დატოვოს საკრებულო და შესაბამისად, საკრებულოში ოპოზიციას გაუთანაბრდეს რიცხობრივად "ქართული ოცნება", - განაცხადა ლაშა კუჭავამ.

თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფენ მმართველი გუნდის წევრები. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ინგა ქარდავას განცხადებით, ენმ-ის წევრის შესაძლო გაუჩინარებასა და ზეწოლის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო.

"რაც შეეხება ძალადობას და ვიღაცაზე ზეწოლას, ეს არ არის მმართველი გუნდის, პარტიის პოზიცია. არასდროს იყო და არც იქნება. ძალადობა მოიკითხონ უკა. ყოველთვის თვითონ იყვნენ მოძალადეები. მე ამ ადამიანს ვიცნობ როგორც საკრებულოს წევრს, სხვა არანაირი შეხება არ მქონია. მე გარწმუნებთ ჩემი პარტიის სახელით, რომ მსგავსი რამე არ არსებობს. თავიანთ პარტიაში მოიკითხონ, რა ხდება და რა არა",-განაცხადა ინგა ქარდავამ.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, ვახტანგ წურწუმიას მხრიდან საკრებულოს წევრის მანდატის დატოვებაზე.

საკრებულოს პრესსამსახურში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ გაარკვევენ, მიმართა თუ არა დეპუტატმა მსგავსი განცხადებით კანცელარიას. ინფორმაციაც შესაბამისად განახლდება.

ცნობისთვის, სენაკის საკრებულოს დროებით შეეზღუდული აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიმართა სასამართლოს შესაბამისი თხოვნით და სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები. კერძოდ, საუბარი შეეხება 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით, დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის გადარჩევას. ასევე, გახარიას პარტიის წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.