ენმ-ს წევრმა სენაკის საკრებულო დატოვა
სენაკის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის"
წევრმა ვახტან წურწუმიამ საკრებულოს კანცელარიას დღეს ელექტრონულად
მიმართა განცხადებით, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
"მოგვამრთა პირადი განცხადებით, რომ ტოვებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და წყვეტს უფლებას მოსილებას", - აცხადებენ საკრეპულოს პრესსამსახურში.
წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატის შესაძლო გაუჩინარების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.
საკრებულოს წევრის ენმ-დან, სოფელ თეკლათის მაჟორიტარი დეპუტატის, ვახტანგ წურწუმიას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მისმა თანაგუნდელმა, ლაშა კუჭავამ გაავრცელა. მიზეზად ის მასზე ზეწოლებს ასახელებს მმართველი პარტიის მხრიდან. კუჭავას განმარტებით, ვახტანგ წურწუმიას მიერ მანდატის დატოვების შემთხვევაში, ოპოზიცია უმრავლესობას დაკარგავს და თანაბარი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი "ქართულ ოცნებასთან".
ბრალდებებს უარყოფს "ოცნება" და ამბობს, რომ ძალადობა და ზეწოლა წინა ხელისუფლების ხელწერაა.
სენაკის საკრებულოს დროებით შეეზღუდული აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლებ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიმართა სასამართლოს შესაბამისი თხოვნით და სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები. კერძოდ, საუბარი შეეხება 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით, დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის გადარჩევას. ასევე, გახარიას პარტიის წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობას.