გოგა ჩხეიძემ მე-4 და მე-6 ადგილებზე დაასრულა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა
ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ზუგდიდელმა
ძალოსანმა ატაცში მეოთხე
ადგილი დაიკავა. მან 131/134/137 კილოგრამი სიმძიმე დაძლია.
გოგა ჩხეიძემ აკვრაში თავი 155/159 კილოგრამს მოერია და მე-6 პოზიციაზეა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 296 კილოგრამით კი მე-4 ადგილზე გავიდა.
გოგა ჩხეიძე, რომელიც 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და პრიზიორია. დიდებში ევროპის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.
ატაცში ოქროს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს შოთა მიშველიძემ. სპორტსმენმა 135/139/142 კგ სიმძიმე დაძლია.
ძალოსანმა აკვრაში 165 კილოგრამის აწევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 307 კილოგრამით კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.