„ოჯახში ძალადობა უნდა ჩაბარდეს წარსულს“ - სალომე ზურაბიშვილი
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით
გამოსვლისას, პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა ისაუბრა ქალთა გახშირებულ მკვლელობებზე. მისი თქმით,
ყველანაირად უნდა ეცადონ და მიაღწიონ, რომ ოჯახში ძალადობა ჩაბარდეს
წარსულს. სწორედ მაშინ იქნება საქართველო თანამედროვე, ცივილიზებული,
დემოკრატიული ქვეყანა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როცა დღეს, ქალებს ბავშვების თვალწინ კლავენ.
"მინდა ერთი საკითხი ვახსენო. მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინო არის დღეს, რომ საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა, ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი.
ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით თქვენც, მეც და ყველამ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რათა ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ. ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაღწიოთ იმას, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება", - განმარტა პრეზიდენტმა.
მიმდინარე თვეს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი შვილების თვალწინ მოკლეს. ბრალდებული მისივე ქმარია. მომხდარი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.