„საქართველოში წლებია მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის, ძალადობის პრობლემები“ - ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო
დღეს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში წლებია
მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის, ძალადობის, სარეაბილიტაციო,
მხარდამჭერი სერვისების სიმცირისა და მათზე მორგებული გარემოს
არარსებობის პრობლემები. ომბუდსმენის თქმით, ეს ვითარება სახელმწიფოს
მხრიდან ძირეულ ცვლილებებსა და კოორდინირებულ მოქმედებას
მოითხოვს.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელი. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვმა 235 252 მიაღწია.
ამ ფონზე კი, ქვეყანაში მოქმედი პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი.
"ასევე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის განხორციელება არსებითად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს და დამანგრეველ გავლენას ახდენს მოზარდზე, ქვეყანაში ასეთი სამი დაწესებულება ფუნქციონირებს და ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული მათი დეინსტიტუციონალიზაციის კონკრეტული გეგმა", - განმარტავს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი განცხადებაში ასევე საუბრობს უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების მხარდაჭერაზეც. ამბობს, რომ საომარ მოქმედებებს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან ბევრი დაშავდა, დაკარგა მშობლები, მოუხდა საცხოვრებელი ადგილის მიტოვება და სამ თვეზე მეტია ომის ტრავმასთან უწევს გამკლავება:
"შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მნიშნველოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მყოფი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მხარდაჭერის, კეთილსაიმედო გარემოთი უზრუნველყოფისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით".
ომბუდსმენის თქმით, ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული ამ და სხვა არაერთი გამოწვევის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მეორეს მხრივ, სახელმწიფო უწყებების დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, ინდივიდუალური მიდგომით, უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭიროებების მქონე, მათ შორის, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას.
სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, დამატებითი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ასევე, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული და ეფექტური წარმართვა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული და უსაფრთხო გარემო.
1 ივნისს მსოფლიო, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.