ახალი ამბები
ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლო განაჩენი დაუსაბუთებელია - საია
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლო განაჩენი დაუსაბუთებელია. საია ამბობს, რომ სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს.

ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები.

ე.წ 2015 წლის ეპიზოდი

ამ ეპიზოდში, ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ბრალად ედებოდათ 2015 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სარეკლამო შემოსავლების ხელოვნურად შემცირების გზით ტელეკომპანიისთვის განზრახ ზიანის მიყენება.

"2015 წლის ხსენებულ პერიოდში რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები, რეკლამის განთავსების წესის ცვლილება და მათი გავლენა კომპანიის მიერ შემოსავლის მიღებაზე სასამართლოს ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად არ აქვს შეფასებული, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ განაჩენი, ამ ეპიზოდთან მიმართებით ვერ აკმაყოფიულებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს", - აღნიშნავს საია.

ე.წ ავტომანქანის ეპიზოდი

ამ ეპიზოდზე ნიკა გვარამიას ბრალი ედებოდა იმაში, რომ მან პირადი სარგებლობისთვის შეიძინა ავტომობილი შპს "პროესკო მედიასგან" და თანხის ანაზღაურება ხდებოდა კონტრაქტორითვის რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე. ორგანიზაციის განცხადებით, განაჩენის ამ ნაწილში მოსამართლის შეფასებები წინააღმდეგობრივია. განაჩენში, მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, მოსამართლე თავადვე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას შეეძლო ავტომობილი პრემიის სახით მიეღო, მაგრამ როგორც სასამართლო განმარტავს, მან დანაშაულებრივი სქემა არჩია, რაც მიაჩნიათ, რომ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებელია შეფასდეს, როგორც ალოგიკური მსჯელობა.

"გაუგებარია, რატომ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს დანაშაულებრივი გზით იმის მიღების სურვილი, რის მიღებაც მისი უფლებამოსილებას განეკუთვნება", - ამბობს საია.

სასჯელის პროპორციულობა

სასჯელის პროპორციულობის ნაწილში სასამართლოს მსჯელობა, ორგანიზაციის შეფასებით განსაკუთრებით დაუსაბუთებელია. კერძოდ, სასამართლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელის გამოყენების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ასახელებს იმას, რომ ბრალდებულს ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით წინასწარ აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არანაირ ჯარიმას არ გადაიხდის. სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან თავის არიდების სამართლებრივ შედეგებს. ამავე კოდექსით დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისთვის ცალ-ცალკე. ამასთანავე, სასჯელის დანიშვნისას მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს სასჯელის მიზნები: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე სასამართლომ ჯარიმის სახით 50 000 ლარის შეფარდებით ივარაუდა, რომ - მიუხედავად კომპანიისთვის მიყენებული მილიონიანი ზიანისა, რომელიც არ არის ანაზღაურებული სასჯელის სახედ განსაზღვრული, ჯარიმა მოცემულ ნაწილში შესაბამისობაში იყო სასჯელის მიზნებთან ხოლო მეორე ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე, სადაც გვარამიას თვითონვე შეეძლო საკუთარი თავისთვის პრემიის სახით განესაზღვრა, ავტომანქანის მიღება ამგვარი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის სახე მიზანშეუწონლად მიიჩნია.

"ამასთანავე, სასამართლომ სასჯელის სახით ნაკლებად მკაცრი სასჯელის - შინაპატიმრობის გამოყენებაზე საუბრისას განმარტა, რომ აღნიშნული ვერ დააზღვევდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, მაშინ როდესაც ნიკა გვარამია არ არის წარსულში ნასამართლევი და მოცემული საქმის განხილვის დროს, გირაოს პირობებში მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ან გირაოს პირობების დარღვევის ფაქტი არ დადასტურებულა. გაუგებარია, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო იყო დანაშაულის ჩადენის ნაწილში შემაკავებელი ხასიათის სასჯელის სახით შეფარდებული თუნდაც შინაპატიმრობა რატომ ვერ მოახდენდა აღნიშნული რისკის დაზღვევას", - აღნიშნავს საია.

მოსამართლის აცილების საკითხი

საიას განმარტებით, ამ საქმის ირგვლივ არსებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მოსამართლის აცილებას შეეხებოდა, არც განაჩენშია პასუხი გაცემული. მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე, რაც უკავშირდებოდა საქმის განმხილველი მოსამართლის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორთან ახლო მეგობრობას (რაც თავად მოსამართლემაც დაადასტურა) და ამ მიზეზით საქმის შედეგით სავარაუდო დაინტერესების ეჭვებს, მოსამართლემ განაჩენშიც დაუთმო ადგილი, თუმცა ვერ გააქარწყლა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები მისი მიკერძოებულობის თაობაზე.

"მოსამართლემ არ შეხედა საკითხს საერთო კონტექსტით, დავიწროვდა და მიუთითა, რომ სასამართლოში მოწმე იკითხება მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რასთანაც მას ჰქონდა შემხებლობა სს საქმის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კი მოწმემ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთადერთ საგამოძიებო მოქმედებაში - ამოღებაში.

მოსამართლემ არ შეაფასა განაჩენის გამოტანის შედეგად, მისი მეგობრის ზ. გ.-ს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით შესაძლო ინტერესი, რასაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება დაედოს საფუძვლად. ეს კი ჩრდილს აყენებს მთლიანად ამ საქმეზე მიმდინარე მართლმსაჯულებას", - ნათქვამია განცხადებაში.

16 მაისს, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამარათლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მას 2019 წლიდან ედავებოდა "რუსთავი 2"- ში მისი დირექტორობის პერიოდში ტელეკომპანიის დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, მოსყიდვას, ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო ორ ეპიზოდში - ტელეკომპანიისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში და ტელეკომპანიის სარეკლამო დროის ხარჯზე ძვირად ღირებული ავტომობილის მიღებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით აქციებით გააპროტესტეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.