ახლა ევროკავშირის ჯერია, მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მოკავშირეების გვერდით - პრემიერი
ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია - მან უნდა
გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი
მოკავშირეების - პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების
გვერდით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ
პანელურ დისკუსიაზე.
მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ ყველაფერს აკეთებენ საამისოდ და აქვთ კიდეც ხელშესახები შედეგებიც - ასოცირების შეთანხმების 45% უკვე შესრულებულია. წინსვლა აქვს ქვეყანას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტშიც.
"ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე პოზიციებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამიტომ, გადამწყვეტი დროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის მომსწრენი ვართ", - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველო ივნისის ბოლოსთვის ელოდება ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსზე პასუხს.