ზუგდიდელი ძალოსანი ევროპის ვიცე ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ზუგდიდელმა
ძალოსანმა
სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა.
109 კგ წონითი კატეგორიის ატაცში, გიორგი ჩხეიძემ 167/ 171/ 174 კილოგრამი სიმძიმე დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აკვრაში 205 და 210 კილოგრამ სიმძიმეს მოერია და კიდევ ერთი, ვერცხლის სინჯის მედალი მოიპოვა.
ორჭიდში დაგროვილი 384 კილოგრამითაც ის ევროპის ვიცე ჩემპიონია.
ეს გიორგი ჩხეიძის პირველი მედლებია დიდების ევროპის ჩემპიონატზე.
ძალოსანმა 2019 წელს, 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, უფრო ადრე კი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონიც გახდა.
დღეს ფიცარნაგზე მისი ბიძაშვილი, ირაკლი ჩხეიძეც გამოვიდა. მან ასპარეზობა მე-4, მე-5 და მე-6 პოზიციებზე დაასრულა.
მანამდე კი, ასევე ბიძაშვილმა გოგა ჩხეიძემ მე-4 და მე-6 ადგილები დაიკავა.