გარდაიცვალა რეჟისორი თემურ ჩხეიძე
რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს
სახალხო
არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.
თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
1965-1967 წლებში შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში მუშაობდა.
1967-1970 წლებში კი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
რეჟისორი სანკტ პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრშიც მუშაობდა.
თემურ ჩხეიძემ სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი დადგა. მათგან ხუთი ზუგდიდის თეატრში მუშაობისას. ეს სპექტაკლებია:
"კორპუსი V, ოთახი #55", "კიკვიძე", "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი" და "ხუთი საღამო".