ახალი ამბები
ომის დაწყებიდან უკრაინაში 32 ჟურნალისტი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 32 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა.

"სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე თვეა და დავკარგეთ 32 ჟურნალისტი... 8 წლიანი ომის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი დავკარგეთ", - თქვა მან.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.