საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროპარლამენტი მხარს უჭერს - განცხადების პროექტი
ერთობლივი განცხადების პროექტით, რომელიც ევროპარლამენტის პოლიტიკური
ჯგუფების ლიდერებმა
შეიმუშავეს, მხარს უჭერენ საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და
უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
განცხადების ტექსტში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში, ბრიუსელში შეიკრიბებიან გადაწყვეტილების მისაღებად.
ტექსტი ერთობლივი განცხადების პროექტია, რომელშიც შეიძლება გარკვეული სახის ცვლილებები შევიდეს, თუმცა ევროკავშირის საქმეებში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა უცვლელი დარჩება.
პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა, მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
"ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა - თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან, ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.
ივნისის ბოლომდე უნდა მიიღოს ევროკავშირმა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამ მოთხოვნით თბილისში აქციაც გაიმართა/.