წითლიძის თქმით, წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ წევრებმა მოქალაქეს სცემეს, პოლიციას კი გამოძიება არ დაუწყია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პარლამენტარ ანა წითლიძის
ინფორმაციით,
წალენჯიხის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის
მოადგილე დავით ბელქანიამ, მმართველი პარტიიდან მეცხრე მოწვევის
პარლამენტის წევრ გოგა გულორდავასთან ერთად, ადგილობრივ მცხოვრებ
მერაბ კვარაცხელიას სცემა. როგორც დეპუტატი აცხადებს, კვარაცხელია
დაჭრილია და მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. წითლიძისვე
ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი რამდენიმე დღის წინ, წალენჯიხის
ცენტრში, დღის საათებში მოხდა და ბევრი თვითმხილველი ჰყავს, პოლიციას
ამ დრომდე გამოძიება არ დაუწყია და არც დამნაშავეები დაუკავებია.
ანა წითლიძემ მომხდარზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მიმართა. თქვა, რომ მზად არის სამართალდამცავებს ყველა ის ინფორმაცია მიაწოდოს, რაც მოეპოვება:
"მერაბ კვარაცხელია სცემეს მხოლოდ იმის გამო, რომ წალენჯიხის ერთ-ერთი სტრატეგიული მიწა, რომელიც უნდა ყოფილიყო წალენჯიხელების საკუთრებაში, კორუფციული გარიგებით მოხვდა სწორედ ბელქანიას და გოგა გულორდავას მფლობელობაში. დაჭრილია ორივე მხარე. სისხლიან გარჩევას წალენჯიხაში ჰყავდა ბევრი თვითმხილველი. მძიმეა მერაბ კვარაცხელიას მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარჩევა მოხდა ქალაქის ცენტრში, "ქართული ოცნების" წევრების მონაწილეობით, პოლიციას დღემდე არ დაუწყია ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი გამოძიება და დაკავებული არ არის არცერთი მონაწილე პირი. მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, მე საქართველოს პარლამენტის წევრი მზად ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით მივცე ჩვენება, მივაწოდო ყველა კონკრეტული ფაქტი და ინფორმაცია, რაც მე მაქვს ამ საკითხთან დაკავაშირებით. მზად ვარ მოვიდე დაკითხვაზე, რომ ამ ქვეყანაში არ ხდებოდეს ისე, რომ "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრები დღისით, მზისით აწყობდნენ სისხლიან გარჩევებს, ქალაქის ცენტრში ჭრიდნენ და სასიკვდილოდ სცემდნენ ადამიანებს", - განაცხადა ანა წითლიძემ დღეს ზუგდიდში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
თავის მხრივ, მერაბ კვარაცხელიას ძმა, წალენჯიხის საკრებულოში ფრაქცია "წალენჯიხა საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გონერ კვარაცხელია ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მის ძმას ინციდენტი შეემთხვა, იყო დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე, თუმცა ვინ იყვნენ მონაწილე პირები, ირწმუნება, რომ არ აქვს ინფორმაცია. მისივე ცნობით, მერაბ კვარაცხელია დაჭრილი არ არის და ის სახლში იმყოფება:
"დაჭრილი არ ყოფილა. მძიმედ არ არის. ჰოსპიტალში არც ყოფილა საერთოდ. რამდენიმე დღის წინ მოხდა ყოფით ნიადაგზე რაღაც დაპირისპირება. ეს იყო და ეს. ვინ იყო მონაწილეები, არაფერი არ ვიცი", - განაცხადა გონერ კვარაცხელიამ.
ანა წითლიძის მიერ ინციდენტის მთავარ მონაწილეებად დასახელებული "ქართული ოცნების" წევრები, დავით ბელქანია და გოგა გულორდავა ბრალდებებს უარყოფენ. მათი განცხადებით, მსგავსი ფაქტის შესახებ არაფერი იციან და მით უფრო, არანაირ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
"ტყუილია ეს ყველაფერი და წითლიძის მოსაზრებებსა და მოლანდებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ...ასეთი ფაქტი არ ყოფილა საერთოდ...არანაირი დაპირისპირება არ მაქვს [მერაბ კვარაცხელიასთან]", - უთხრა "ლაივპრესს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით ბელქანიამ.
თავის მხრივ გოგა გულორდავაც ირწმუნება, რომ ბოლო რამდენიმე დღეა წალენჯიხაში არ ყოფილა და არც ინციდენტის შესახებ აქვს ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თუკი ამის საჭიროება დადგება:
"არ ვარ წალენჯიხაში და არც ვყოფილვარ ეს ბოლო დღეებია. როგორ უნდა მიმეღო რაიმე გარჩევაში მონაწილეობა? სისულელებს თავი დაანებოს წითლიძემ. არ ვიცნობ საერთოდ და არ ვიცი საიდან დაესიზმრა ეს ამბავი...წარმოდგენა არ მაქვს რაზე მესაუბრებით. არ მქონია შეხება არანაირ კონფლიქტთან", - განაცხადა გოგა გულორდავამ.
ანა წითლიძის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.