ახალი ამბები
3 ექიმს სხვადასხვა ვადით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭომ, ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით 5 საქმე განიხილა და 6 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა.

საბჭოს გადაწყვეტილებით 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. 2 მედიკოსი კი წერილობით გააფრთხილეს.

"პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ივნისის დასაწყისში საბჭომ ერთ ექიმს გაუუქმა სახელმწიფო სერტიფიკატი, 18 კი წერილობით გააფრთხილა.