პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის გადადების მომხრეა და მოქალაქეებს შეკრებას 16 ივნისს სთავაზობს
საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას 16 ივნისს, 19:00 საათზე
შეკრებისკენ მოუწოდებს ევროპის
მოედანზე, რათა დაანახონ ევროპას, რომ ევროკავშირის წევრობა მათი
არჩევანია, და რომ ამ არჩევანის ირგვლივ ერთიანდებიან. სალომე
ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყველანი,
თავად, ოპოზიციური პარტიის თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, უნდა
მოვიდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები.
"იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები. თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლია იმღეროს. დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, არ გვინდა იქ წასვლა, ემიგრანტების წასვლა. ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპის, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, მისაღებია.
მინდა მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, რომ მოვიდეს. ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემოგვიერთდნენ. ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებული, მოვიდეთ და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და ყველა სხვა დაპირისპირება", - განმარტა პრეზიდენტმა.
მანვე მიმართა სამართალდამცველებს, უზრუნველყონ შეკრებილთა უსაფრთხოება.
ამასთან, პრეზიდენტმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ბევრ საფრთხეს უკავშირდება, დღეს კი არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის.
"ამავდროულად ვაფრთხილებ, ხელისუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარადა, ჩემი გადასწყვეტი არ არის ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველო ივნისის ბოლოსთვის ელოდება კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მარტს მოაწერა ხელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" აღიქვა, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს.
რეზოლუციაში საუბარია იმ გამოწვევებსა და "დარღვევებზე", რომელიც ევროპარლამენტარების აზრით, გამოსასწორებელია.
10 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი, მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა.