არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ - პარტია "საქართველოსთვის"
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" არ აპირებს
მონაწილეობას 16 და 20 ივნის დაანონსებულ აქციებში.
პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა ამის მიზეზად ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ "საქართველოსთვის" ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყნის პარტნიორენთან მუშაობა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ, რომ საქართველომ მიიღის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
"დღეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს "ოცნებისგან" პოლიტიკური ნების დაფიქსირება რეფორმების განხორციელებაზე, ეს უნდა იყის მთავარი და არა ის, თუ როდის დაფიქსირდება მოქალაქეების გამოხატვა 16 ივნისს თუ 20 ივნისს, ეს ფორმაა მხოლოდ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რასაც ევროკომისიისგან ველოდებით, მოქალაქეების უფლებაა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და ეს დასაფასებელიც არის და მისასალმებელიც, რომელ აქციაზეც უნდათ და რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია. რაც შეეხება ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ - არც ერთში", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს, 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდა ევროპის მოედანზე, რათა დაანახონ ევროპას, რომ ევროკავშირის წევრობა მათი არჩევანია, და რომ ამ არჩევანის ირგვლივ ერთიანდებიან. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყველანი, თავად, ოპოზიციური პარტიის თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, უნდა მოვიდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები.
ამასთან, პრეზიდენტმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ბევრ საფრთხეს უკავშირდება, დღეს კი არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის.
20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით იგეგმება აქცია "შინ ევროპისკენ".