ახალი ამბები
„უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი“ - ჭყონდიდის მიტროპოლიტი
FaceBook Twitter
E-mail Print
რომ შევხედოთ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ამ სიცრუით მთელი მსოფლიო მოქმედებს. გარკვეულ ალიანსებს ქმნიან ერთმანეთთან, ტყუილზე დამყარებულს. ერთმანეთს ატყუებენ და ცდილობენ, ამ ტყუილებში გარკვეული შეღავათები მიიღონ, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას. ქადაგების ნაწილი მან ევროკომისიის რეზოლუციას და და ევროკავშირს დაუთმო.

"საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დანგრევისკენ არის განწირული. რაც არ უნდა, ვინც არ უნდა, რა ალიანსებიც არ უნდა აკეთოს, რა დიდი შეიარაღებაც არ უნდა ჰქონდეს და რაც არ უნდა ბევრი ატომური ბომბი, რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკები აკეთოს, ეს ყველაფერი ერთიანად განადგურდება და არაფერი არავის არ შერჩება.

ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფე, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ, ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები. უფალს მაგას ვერ ეტყვი, უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი - ამას, ამას, ამას, ვის ატყუებდი, ის ხალხი, გარშემო რომ იყო, რას უკეთებდი, საბჭოთა კავშირი რომ დააარსეთ, თქვენ რას აკეთებდით და ა.შ.

პრაქტიკულად კი, ყველაფერი კარგია, რასაც ადამიანი შეიძლება აკეთებდეს, მაგრამ როდესაც სიცრუით აკეთებს და როდესაც უსამართლო რეზოლუციებს ღებულობს და როდესაც უსამართლო დადგენილებებით უნდა რაღაცა გარკვეული სიკეთე მოიტანოს, შეუძლებელია სიკეთე უსამართლობით.

შეუძლებელია ათავისუფლებდე ხალხს, როგორც პოლიტპატიმრებს, მათ, ვინც ფაქტიურად აქტიურად ანგრევდნენ პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტის შესასვლელებს და პირდაპირ ერთ ამბავში იყვნენ და მეორეს იჭერდე იმიტომ, რომ ისინი არ არიან ის, ვინც იქ რეზოლუციებს გამოსცემს იმიტომ, რომ შენ ისინი გეუბნებიან, რომ ესენი დაიჭირე და იჭერ ვის? რომ იტყვის სიტყვას რაღაცას, ან რაღაცას შეიგინება. მთელი დღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა ის ერთი კაცი, ვიცით ჩვენ, ნაპროკურალი და ის პოლიტპატიმარია და ეხლა ვიღაცამ რაღაცა უთხრა ქუჩაში რომ მიდიოდნენ უკეთურ ხალხს და უთხრა რაც ეკუთვნოდა და დაიჭირეს იმიტომ, რომ იქიდან ნაბრძანებია, ჰყავთ პატრონები. უფალს პატრონად არ მიიჩნევენ, ის, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს ყველა პატრონი გახდა. სულ ერთია საიდან მოვა. და საქართველოში, ისე უბრალოდ რომ ველაპარაკოთ ერთმანეთს, არავის არ ესმის ერთმანეთის. აი ჩვენ პარტნიორებს ვეტყვით, იმათ დავაბეზღებთ, იმას მივუტანთ ამბავს, პარლამენტში შეგვიყვანს ის, პარლამენტიდან გამოყვანაა, ისინი გამოგვიყვანენ. ციხეში შესვლაა ისინი შეიყვანენ, ისინი გამოიყვანენ. ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს ხალხი, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს. და ამ ვითარებაში, როცა ვიღაც რაღაც დადგენილებებით ცდილობს შენი მდგომარეობა არიოს. არ ვიცი როდემდე შეიძლება ასე ცხოვრება, გაუგებარია", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

საქართველო ივნისის ბოლოსთვის ელოდება კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მარტს მოაწერა ხელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" აღიქვა, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს.

რეზოლუციაში საუბარია იმ გამოწვევებსა და "დარღვევებზე", რომელიც ევროპარლამენტარების აზრით, გამოსასწორებელია.

10 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი, მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.