ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს - სუბარი 16 და 20 ივნისის აქციებზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოზარ სუბარის განცხადებით, "ქართული
ოცნება"
თბილისში დაგეგმილ არცერთ აქციაში არ მიიღებს მონაწილეობას.
მისი სიტყვებით, საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რაც გრძელდება ბოლო 39 წლის განმავლობაში ყველა გამოკითხვის შედეგად. შესაბამისად როგორც სუბარი განმარტავს, ამას არ სჭირდება ახალი დადასტურება აქციებით.
"როდესაც აქციაზეა საუბარი და იწყება შეჯიბრი, ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს, არამგონია ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასეთ მოკლე ვადაში სერიოზული აქციების მოწყობა კითხვის ნიშნებსაც ბადებს და შეიძლება, შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. არ მგონია, ეს სწორი შეჯიბრი იყოს რასაც აკეთებენ "სირცხვილია" "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილი და რა თქმა უნდა შესაბამისად, ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს", – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს, 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდა ევროპის მოედანზე, რათა დაანახონ ევროპას, რომ ევროკავშირის წევრობა მათი არჩევანია, და რომ ამ არჩევანის ირგვლივ ერთიანდებიან. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყველანი, თავად, ოპოზიციური პარტიის თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, უნდა მოვიდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები.
ამასთან, პრეზიდენტმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ბევრ საფრთხეს უკავშირდება, დღეს კი არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის.
20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით იგეგმება აქცია "შინ ევროპისკენ".