რუსეთის არმიამ სუმის ოლქი დაბომბა, არის მსხვერპლი
გასულ ღამეს რუსეთის არმიამ სუმის ოლქში,
ქალაქ გლუხოვზე მიიტანა იერიში.
უკრაინული მედიის ცნობით, მტრის ვერტმფრენებიდან სამი რაკეტის გაშვება დაფიქსირდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულების რაოდენობა გავრცელებულ ცნობებში ჯერ-ჯერობით დაკონკრეტებული არ არის.
ამასთან როგორც სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრი ჟივიცკიმ განმარტა, ეს დაბომბვა სუმის ოლქში ერთადერთი არ ყოფილა ბოლო 24 საათის განმავლობაში.
"ღამით, სუმის ოლქის სადოვსკოეს ტერიტორიაზეც მტერმა განახორციელა სარაკეტო იერიში. ოთხი ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ ექვსი დაიჭრა", - ნათქვამია ჟივიცკის ტელეგრამის არხზე.
ცნობები დაღუპულების, დაჭრილებისა და ნგრევის შესახებ ზუსტდდება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.