22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში წვიმა შენარჩუნდება
22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში ხანმოკლე
წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება.
20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +23, +28 გრადუსი იქნება,
ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 17 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივნისის დილამდე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი. იქნება სეტყვაც.
18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე შედარებით გამოიდარებს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ მუნიციპალიტეტში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათბში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.