საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე სამშობლოს დაცვა, 20 ივნისი ბრძოლის დასაწყისია - სააკაშვილი
ის, რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის
გეოპოლიტიკური კატასტროფაა, - ასე ეხმაურება
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციას
კანდიდატის სტატუსზე. ამიტომ, ის საზოგადოებას მოუწოდებს, იბრძოლოს
ქვეყნის და საკუთარი თავის დასაცავად.
"ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა. საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ, თუ არ გვინდა, რომ ისტორიის მორევში გადავიჩეხოთ.
20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია", - აცხადებს სააკაშვილი.
ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი სავალდებულო შესასრულებელი პირობებით. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერა ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველო იგივე პოტენციალს და მისწრაფებას იზიარეებს, მაგრამ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ქვეყნის მასშტაბით, 20 ივნისს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რათა ევროპას კიდევ ერთხელ მაწვდინონ ხმა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათი არჩევანია.