მედიის ადვოკატირების კოალიცია ბათუმში, ოპერატორზე თავდასხმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ტვ "პირველის" გადამღებ
ჯგუფზე თავდასხმას. შემთხვევის შედეგად ნაცემია
ოპერატორი თემურ ზოიძე. საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო
სამსახურს. თუმცა, ორგანიზაციის თქმით, რადგან გაჭიანურებული
საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი
დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო
სამსახურს, სწრაფი და ეფექტური გამოძიების პირობებში შესაძლებელი
გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.
კოალიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა.
"დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას. მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. მათ შორის, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს 2022 წლის 18 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში ტვ "პირველის" გადამღები ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
თვითმხილველების თქმით, ოპერატორი წუხელ ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მათივე ცნობით, მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ ტვ "პირველის" სარედაქციო პოლიტიკა.