ახალი ამბები
ზუგდიდში დღეს აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართება [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში დღეს, 20 ივნისს აქცია - "შინ, ევროპისკენ" გაიმართება. რიგითი მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ, საჯაროდ დააფიქსირონ, რომ უალტერნატივო არჩევანში ერთსულოვნები არიან.

ნაწილმა ვიდეომიმართვაც ჩაწერა და გაავრცელა, რომლითაც თანაქალაქელებს მოუწოდებენ, რომ ხვალ რაც შეიძლება ბევრნი უნდა იყვნენ, რომ ახლა გაჩუმება არ შეიძლება და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის და მათი მომავლისთვის.

"თუ გსურს საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული დემოკრატია, ადამიანის უფლებები იყოს დაცული, მედიის თავისუფლება იყოს გარანტირებული, თუ გსურს ევროპული მართლმსაჯულების სისტემა, მაშინ შევიკრიბოთ აქ, 20 ივნისს, 18:00 საათზე, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე. შინ - ევროპისკენ, წინ - ევროპისკენ", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მოქალაქეთა თქმით, ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია, ამიტომ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ყველანი, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია და ევროინტეგრაციას ემხრობიან, საერთო მიზანმა უნდა გააერთიანოთ.

ორგანიზატორები აქციაზე მოქალაქეებს შვილებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ეპატიჟებიან.

"დღეს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ერთიანი ხმა მივაწვდინოთ ევროპას, რათა ჩვენმა ქვეყანამ, კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ ოჯახში", - აცხადებენ ისინი.

აქცია ზუგდიდის გარდა, თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გაიმართება.

17 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, სავალდებულო შესასრულებელი პირობებით. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერა ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველო იგივე პოტენციალს და მისწრაფებას იზიარეებს, მაგრამ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საბოლოო გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს გამოცხადდება.

"ქართული ოცნების" განცხადებით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ბევრად უფრო წინაა გატარებული რეფორმებით, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო.

"მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 ათას დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", - ასე შეაფასა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია.

მანამდე კი, უმოქმედობაში დაადანაშაულა მმართველი გუნდი ოპოზიციამ და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.