დღეიდან ტრანსპორტში აღარაა სავალდებულო ნიღბის გამოყენება
დღეიდან, 20 ივნისიდან, პირბადის საზოგადოებრივ ტრანსპორტში
გამოყენების ვალდებულება აღარ
აქვთ მოქალაქეებს. გადაწყვეტილება მთავრობამ რამდენიმე დღის წინ,
ეპიდვითარების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს და დარგის
სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღო.
კერძოდ, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულოდ რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
14 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის 1 658 755 შემთხვევა. გარდაიცვალა 16 838 პირი. გამოჯანმრთელდა 1 641 348.
მონაცემები კვირაში ერთხელ ახლდება.