თუ ხოშტარია არ გაასაჯაროებს ინფორმაციას, რუსეთიდან მიღებულ შემოსავლებზე, უნდა დაინტერესდეს გამოძიება - მდინარაძე
პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის
განცხადებით,
დღეს ყველაზე აქტუალურია კითხვა, ვინ ან რა უქმნის საქართველოს
ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში, მაშინ, როცა,
ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია,
ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს.
მისი სიტყვებით, საზოგადოებას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რა მოცულობით და დანიშნულებით იღებდა ოპოზიციონერი ელენე ხოშტარიას ოჯახი მილიონობით რუსულ რუბლს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის რუსული ოკუპაციისა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ.
მდინარაძის თქმით, თუ ელენე ხოშტარია არ გაასაჯაროებს ინფორმაციას მისი ოჯახის რუსეთიდან მიღებული შემოსავლებზე, საქმით უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები.
"როდესაც ადამიანი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისთვის ყველაფერი რუსული პრინციპულად მიუღებელია და ამავდროულად რუსულ ფულზე უარს არ ამბობს, ეს სულ მცირე ორმაგი სტანდარტისა და სიყალბის უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა, ამის მიღმა, ეჭვი მძაფრდება, როდესაც ვიხსენებთ, რომ ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც გასულ წლებში რუსეთმა იხეირა. მაგალითებისთვის: ყველას გვახსოვს მისი ქმედებები ზუსტად სამი წლის წინ, 20 ივნისს, რამაც საბოლოოდ რუსეთს საქართველოსთან ფრენების ჩაკეტვისა და ქვეყანაზე მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიყენების შესაძლებლობა მისცა...
ამ ფონზე, მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ. ალბათ გაღმა შედავების პრინციპით. ამით უნდა დაინტერესდეს ყველა, ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს რუსული რბილი ძალის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მედია...
რუსეთიდან შემოსავალს საქართველოში მრავალი ადამიანი იღებს და სხვა პირის შემთხვევაში ამას ნამდვილად არ მოვითხოვდით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც წლებია საზოგადოებას უმტკიცებს, რომ თითქოს მისთვის ყოველივე რუსული კატეგორიულად მიუღებელია, რომ ის არის პირველი ანტირუსი და ანტიოკუპანტი ამ ქვეყანაში, მას არა აქვს მორალური უფლება რუსული ფინანსები საკუთარი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას თუ პოლიტიკურ მიზნებს მოახმაროს. თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემკვიდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ, ბუნებრივია, გადმორიცხვების გასაჯაროება არანაირ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდავო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მამას, გოგი ხოშტარიას ადანაშაულებენ იმაში, რომ მას მილიონობით რუსული რუბლი პერიოდულად ერიცხება რუსეთიდან.
თავად ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გოგი ხოშტარია, მხატვარ სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა და უკვე 25 წელია, ჰონორარს იღებს რუსეთიდან. მისი თქმით, ეს უკავშირდება სპექტაკლებს, რომლებიც სანკტ-პეტერბურგის მარიას ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე იდგმება.
განმარტება გააკეთა გოგი ხოშტარიამაც. მისი თქმით, ბიძამისი, სოლიკო ვირსალაძე იყო გამოჩენილი სცენოგრაფი და თავად სწორედ ამის გამო იღებს ჰონორარს.
"ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?! ბიძაჩემი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სცენოგრაფი, ანუ არა უბრალოდ მხატვარ-გამფორმებელი, არამედ დამდგმელი სპექტაკლებში. მე ვარ მეორე რიგის მემკვიდრე, ჩემს დეიდაშვილთან ერთად. ბიძაჩემს შვილი არ ჰყოლია, ორი და ჰყავდა. ჩვენ ვართ მეორე რიგის მემკვიდრეები, ჩვენზე იყოფა თანაბრად", - განმარტა გოგი ხოშტარიამ.