ახალი ამბები
გაიზარდა უკრაინაში დაღუპული ბავშვების რიცხვი
უკრაინაში გაიზარდა ომის შედეგად დაღუპული ბავშვების რიცხვი. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების თავდასხმებს უკვე 324 ბავშვი შეეწირა. დაშავდა 592-ზე მეტი.

ციფრები ყოველდღიურად ზუსტდება.

გუშინ, 21 ივნისს, ხარკოვზე შეტევას 8 წლის გოგონა ემსხვერპლა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.