წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ - ღარიბაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებზე
დაპირისპირება იყო პარლამენტის სხდომაზე, სდადაც ამ წუთებში
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა მიმდინარეობს.
პრემიერის სიტყვებს, რომ "ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყევტილება და 17 ივნისს ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხატია დეკანოიძე და ანა წითლიძე გამოეხმაურნენ. მათ ღარიბაშვილს "მოღალატე" და "მონა" უწოდეს.
საპასუხოდ პრემიერმა დეკანოიძეს ჰკითხა, ექიმი ხომ არ სჭირდებოდა:
"წამალი არ გაქვთ, წამალი?, მიუტანეთ, დაამშვიდეთ..." , - თქვა პრემიერმა.
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გააფრთხილა, თუ პრემიერს საუბრის გაგრძელების საშუალებას არ მისცემდნენ, დარბაზს დაატოვებინებდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს აცნობს.