სკოლებში ბულინგთან საბრძოლველად, დირექტორებს და მასწავლებლებს ინიციატივა და რეკომენდაციები გააცნეს
ბავშვების ბულინგს და ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს. პრობლემა
აქტუალურია სკოლებშიც,
სადაც წლიდან წლამდე ჩაგვრის არაერთი ფაქტი ფიქსირდება. პრევენციის და
მსგავსი შემთხვევების მაქსიმალურად შემცირება, გამოწვევაა ზუგდიდის
სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც. ეს საკითხები
განიხილეს დღეს ადგილობრივი საკრებულოს დარბაზში, დირექტორებთან და
მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა
მხატვარ გიგი სიჭინავას მიერ დედასთან, ნათია სახოკიასთან ერთად
წამოწყებული კამპანიის - "არა ბულინგს". ნათია დღეს საკრებულოს
თავმჯდომარის თანაშემწეა. სწორედ მისი ინიციატივით შედგა შეხვედრაც,
სადაც მონაწილეებს ესაუბრნენ ჩაგვრის შემთხვევებთან ბრძოლის
აუცილებლობაზე სკოლის პერსონალის, ბავშვების და მშობლების
ჩართულობით.
ნათია სახოკიას თქმით, პრობლემის სრულად აღმოფხვრა რთული იქნება, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა, სხვადასხვა ინიციატივის მხარდაჭერით უნდა დაიწყონ. მანვე აღნიშნა, რომ უფრო მეტად ბულინგის მსხვერპლნი, განსაკუთრებული საჭიროების მოზარდები არიან, რადგან ხშირად უჭირთ გადმოსცენ, თუ რა მოხდა, როგორ და რატომ გახდნენ ჩაგვრის ობიექტები. ამიტომაც, მათ გაორმაგებული დაცვა სჭირდებათ.
"რეკომენდაციის ნაწილში ჩვენ გვაქვს პრეზენტაციის ფორმატები, რაც ძალიან კარგად მუშაობს ბავშვებში. უკეთ დაანახებს პრობლემას და თავად შეეცდებიან მის მოგვარებას. საინფორმაციო კითხვარების შევსება მოგვცემს შესაძლებლობას დავინახოთ, კონკრეტულ ბავშვს რა შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე და გამოსავლის პოვნის გზებსაც დავინახავთ. შეხვედრების გამართვა საჭიროა ცნობიერების ასამაღლებლად, ფილმების ჩვენება, შეჯამება, ღია გაკვეთილები და წარმატებული ბავშვების რესურსად გამოყენება. იმედი მაქვს, გაგვიჩნდება ინიციატივები და ვითანამშრომლებთ", - მიმართა შეხვედრის მონაწილეებს ნათია სახოკიამ.
თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნუკრი ბერიშვილმა. ის ადასტურებს, რომ ხშირია ბავშვების ჩაგვრის შემთხვევები და ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო.
"ერთი ბავშვი ეუბნება თანატოლს, შარშან რომ ეცვა, ის კაბა აცვიაო წელსაც. არ არის ეს ბულინგი? ფსიქოლოგები ჩვენც გვჭირდება, მასწავლებლებს, დირექტორებს. ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ სოციალური პრობლემა ვიღაცისთვის არ გახდეს საქილიკო", - აღნიშნა მან.
ფსიქოლოგები ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს - ამბობს პედაგოგი და საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა. ამასთან, მნიშვნელოვნად მიაჩნია ძალადობის მსხვერპლთან ერთად, მოძალადისთვისაც სარეაბილიტაციო სერვისის შეთავაზება. მანვე გაიხსენა ერთი კვირის წინანდელი შემთხვევა, როცა შემთხვევით შეესწრო მოზარდის საუბარს, რომ ის უკვე სამი წელია ბავშვების მხრიდან ბულინგის შიშით სკოლაში ვერ დადის და ასაკის მიუხედავად, ჯერ კარგად დათვლაც კი არ იცის:
"ბაზარში მუშაობს მამა. ურიკას დაატარებს. ამის გამო აითვალისწუნეს სკოლაში, ცემეს ბავშვებმა და მოხვდა საავადმყოფოში. შიშით ვერ მიდის სკოლაში. ბავშვების მეშინია, მასწავლებლების არაო, ამბობს".
საბოლოოდ, მისი ჩართულობის შედეგად, ბავშვი სწავლას სხვა სკოლაში განაგრძობს.
სკოლისთვის რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ძალადობასთან ბრძოლა, ამის შესახებ ისაუბრა მერიის თანამშრომელმა, ბავშვთა დაცვის ინსპექტორმა მონიკა ჩიქობავამაც. მისი თქმით, მოზარდებს ტრენინგებს პერიოდულად უტარებენ, კომუნიკაციისას კი გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. მათ შორის ზედმეტსახელებით მიმართვა და მსგავსი შინაარსის რეპლიკები მასწავლებელთა მხრიდან - "სად გაიზარდეთ".
მონიკა ჩიქობავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ზაფხულს გამოიყენებენ სკოლის და ბაღების პედაგოგთა ინფორმირებულობისთვის, სექტემბრიდან კი ბავშვებს შეხვდებიან და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე ინიციატივას გააცნობენ, რეკომენდაციებთან ერთად.

"სამომავლოდ ის მიზანი გვაქვს, რომ სამოქალაქო საგნის მასწავლებლებმა უშუალოდ ბავშვები ამუშაონ ამ თემებზე. მოამზადონ პრეზენტაციები ბავშვთა უფლებებზე, ძალადობის საკითხებზე, ბულინგზე, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე. ჯგუფი უნდა შედგეს ბავშვების და მთლიანი სკოლა მოიცვან, ლიდერი ბავშვებისგან შექმნას რგოლი და სხვა თანატოლებიც ჩართონ", - განმარტა მერიის წარმომადგენელმა.
როგორ ებრძვიან ბულინგს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, გამოცდილება და პრაქტიკა შეხვედრის მონაწილეებს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომაგენელმა, ანა ცანავამ გააცნო. მისი თქმით, ამ ქვეყნებში, ძალადობის პრობლემების გადაჭრის პროცესში სკოლის როლი უპირველესია, ბავშვების და მშობლების ჩართულობით. სკოლის პერსონალი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული მიმართოს შესაბამის ორგანოებს, თუ თავად ვერ ახერხებს გამოწვევებთან გამკლავებას.
ანა ცანავამ ისაუბრა ესტონეთის მაგალითზე, სადაც საბავშვო ბაღიდან მოქმედებს ბულინგის პრევენციის პროგრამები. რუმინეთში კი ჩაგვრა სკოლებში, 2019 წლიდან, საკანონმდებლო ცვლილებებითაა აკრძალული. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ევალებათ თანამშრომელთა გადამზადება. ძალადობის შემთხვევების პრევენციისთვის მუდმივმოქმედი ჯგუფი მუშაობს.
ანა ცანავასვე თქმით, ბულინგი პორტუგალიაში სპეციალური კანონმდებლობით აიკრძალა, სკოლებში კი დისციპლინურ სანქციებს იყენებენ.
სანქციები მოქმედებს ბელგიის სკოლებშიც, ნებისმიერი აკრძალული ქმედების და ფსიქოლოგიური წნეხისთვის. კონფლიქტის აღმოფხვრაზე კი სკოლის მედიაციის სამსახურია პასუხისმგებელი.
რაც შეეხება ლიტვას, სკოლებში ბულინგის საწინააღმდეგო აპლიკაცია დანერგეს, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შეუძლიათ უსაფრთხოდ, ანონიმურად განაცხადონ ბულინგის შესახებ. ამას გარდა, ძალადობის მსხვერპლს მშობელთან ერთად, უფასო ფსიქოლოგიური დახმარებით უზრუნველყოფენ. სკოლის თანამშრომლები კი ვალდებულები არიან, ძალადობის შემთხვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ.
თავის მხრივ, მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა კოორდინატორმა, ია ეხვაიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ჩართულია გაეროს ბავშვთა ფონდის და თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევაში - "საჭიროებების კვლევა ბავშვებსა და ბავშვიან ოჯახებზე მორგებულ პროგრამირებაში". მისივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ზუგდიდი ერთადერთი, კვლევის მონაწილე მუნიციპალიტეტია, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა წარმოებს.
"ვატარებთ ანკეტირებებს ოჯახში. ოჯახების რამდენიმე კატეგორია გვაქვს აღებული. კვლევა სექტემბერში უნდა დასრულდეს და დაიდოს საბოლოო ანგარიში. იმედი მაქვს, პროგრამების შემუშავებაში დაგვეხმარება ეს კვლევა და საკმაოდ მაღალკვალიფიციურ დონეზე შესრულდება, რომლის მსგავსი პრეცედენტიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არ განხორციელებულა", - განმარტა ია ეხვაიამ.
ბულინგის საწინააღმდეგო კამპანია ზუგდიდელმა სკოლის მოსწავლემ, მხატვარმა გიგი სიჭინავამ დედასთან, ნათია სახოკიასთან ერთად, საგანმანათლებლო რესურცენტრის და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო.
მოზარდმა საკუთარი ნახატებით მოუწოდა თანატოლებს მეტი სიყვარულის და თანადგომისკენ და წებოვან სტიკერებზე დატანილი ნამუშევრები გიგიმ დედასთან ერთად სკოლებში დაარიგა.