მეთადონის პროგრამაში ჩართულები სერვისს რუხის კლინიკაში მიიღებენ
მოქალაქეები, რომლებიც მეთადონის პროგრამაში არიან ჩართულები,
სერვისს ქალაქის ცენტრის ნაცვლად, დღეიდან რუხის საუნივერსიტეტო
კლინიკაში მიიღებენ. ზუგდიდის მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მიზეზი
მათთვის უფრო კომფორტულ და კეთილმოწყობილ სივრცეში მომსახურებაა.
"ამ მიმართულებით, დილის 07:15 წუთიდან საღამოს 19:00 საათამდე, მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც პროგრამით მოსარგებლეებს დანიშნულების ადგილამდე გადაადგილებას გაუმარტივებს", - განმარტეს მერიაში.
მეთადონის პროგრამაში სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც არიან ჩართული. მათ შორის, არიან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებიც.
შარშანდელი მონაცემებით, ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის სერვისცენტრში 800-მდე პაციენტი დადის.