სტიქიამ სამეგრელოში განსაკუთრებით სენაკი დააზარალა
ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან განსაკუთრებით სენაკი დააზარალა.
წყალმოვარდნების შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა. ადგილზე მუშაობენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ზარალის დამთვლელი კომისია სენაკში დილიდან მუშაობს.
ძლიერმა წვიმებმა სენაკთან ერთად პრობლემები შექმნა ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.