ბოტანიკურ ბაღში ხეები წაიქცა და ღობე დაზიანდა [ფოტო]
სტიქიამ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც აზარალა. გადაუღებელი წვიმების
შედეგად, ფესვიანად
წაიქცა 7 ასაკოვანი ხე. მათ შორის სამი მუხა. ხეები დაეცა ღობესაც და
დააზიანა. ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად
ქარჩავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ დაზიანებულია ღობის რვა სექცია.

ბაღში დაიტბორა ცალკეული ტერიტორიები. ზოგან წყალი უკვე დაიწრიტა, თუმცა არის უბნები, სადაც სადრენაჟო სისტემამ ვერ გაატარა უხვი ნალექი.

კიდევ რამდენ ხეს ემუქრება წაქცევის საფრთხე, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ ამ საკითხის შესწავლა დაწყებულია.

"აქ პერიოდულად მიმდინარეობს მონიტორინგი ჩვენი თანამშრომლების მიერ. წინა კვირას გვყავდა სპეციალისტები მოწვეული. მათაც დაათვალიერეს. ვმუშაობთ ახლა ამ პროექტზე. შეისწავლიან, რამდენ ხეს შეიძლება პრობლემა შეექმნას", - აღნიშნა მან.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ვიზიტორებისთვის ბაღი დღეს დაიკეტა.

ამ წუთებში ბაღის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

სტიქია, ძლიერი წვიმები თუ ქარი საფრთხეს უქმნის ბოტანიკურ ბაღში მრავალწლოვან ხეებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბაღში ხე წაიქცა.

გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. მუნიციპალიტეტებში დაიტბორა სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები, გზების ნაწილი. დაზიანდა ხიდები. განსაკუთრებული პრობლემები სტიქიამ სენაკში შექმნა. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.