ბოტანიკურ ბაღში დამატებით სადრენაჟო სისტემებს მოვაწყობთ - მერია
ძლიერი წვიმების შედეგად, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შექმნილ ვითარებას
მერია ეხმაურება. გავრცელებულ
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაღის სადრენაჟე სისტემამ ვერ
უზრუნველყო მოვარდნილი წყლის მასის გადინება, რის გამოც ტერიტორიის
ნაწილი დაიტბორა. ამიტომ, ადგილობრივი ხელისუფლება დამატებით
სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, მომავალში
მსგავსი პრობლემების თავიდან ასარიდებლად.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.
სტიქიამ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც აზარალა. გადაუღებელი წვიმების შედეგად, ფესვიანად წაიქცა 7 ასაკოვანი ხე. მათ შორის სამი მუხა. ხეები დაეცა ღობესაც და დააზიანა. უხვმა ნალექმა ბაღის ცალკეული უბნები დატბორა.
დღეს, უსაფრთხოების მიზნით, ვიზიტორებისთვის ბოტანიკური ბაღი დაიკეტა.
ბაღის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. მუნიციპალიტეტებში დაიტბორა სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები, გზების ნაწილი. დაზიანდა ხიდები. განსაკუთრებული პრობლემები სტიქიამ სენაკში შექმნა. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.