ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის
ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების
შეფასებისას განაცხადა, რომ "ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც
დავიმსახურეთ".
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის აღიარება ქართველი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ასევე მთავრობის 10-წლიანი მუშაობის.
მისი სიტყვებით, ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ.
"ჩვენ ამისთვის ვართ მზად. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, ხელისუფლებულება, რათა დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ, რათა დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
ასევე მინდა, კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას მივულოცო. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა, ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია, ასე რომ, ჩვენ არ გვშურს ნამდვილად მათი წახალისების, პირიქით, ვუსურვებ მათ წარმატებას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება.
მანამდე, ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, საქართველოსთვის კი ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.
უფრო ადრე კი, 17 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, სავალდებულო შესასრულებელი პირობებით. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერა ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველო იგივე პოტენციალს და მისწრაფებას იზიარეებს, მაგრამ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.