ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქ-ნი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრის სურვილი 15 ივნისსაც გამოთქვა. მაშინ ეს შეხვედრა არ შედგა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ "პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება".

მას მიზეზი არ დაუკონკრეტებია.