პრემიერის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნა - აქციის ორგანიზატორების მოთხოვნები
პარლამენტთან მიმდინარე აქციის "შინ ევროპისკენ" ორგანიზატორებმა,
გაახმოვანეს მოთხოვნები და გეგმებზეც ისაუბრეს.
მათი თქმით, უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ამასთან, ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12-ვე პუნქტს
შეასრულებს, რაც კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი
პირობაა.
ამისთვის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეიკრიბებიან ბევრად მეტნი, ვიდრე დღეს და 20 ივნისს.
"ეს არის ქართველი ხალხის პირობა, დათქმა. ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა. გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, სანამ ზამთარი მოვა.
ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა და ერთად ავირჩევთ ქვეყნის ხსნის გზას, ოლიგარქის გარეშე. 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან. შევუერთდებთ ერთმანეთის ნაკადებს და ავიზვირთებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია", - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.
დღეს ბრიფინგზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. პირიქით, უნდა იმუშაონ პირობების შესასრულებლად.
ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება.