უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, თქვენც ამ გზაზე ხართ, ჩვენ დაგეხმარებით - ზელენსკის მიმართვა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა პარლამენტთან შეკრებილ აქციის
მონაწილეებს.
"გამარჯობა საქართველო" - ქართულად მიესალმა მანიფესტანტებს ვოლოდიმირ
ზელენსკი.
"მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება. ასევე ყოველი თქვენგანის. ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას. მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ! დიდება უკრაინას!", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის "შინ ევროპისკენ" ორგანიზატორებმა, გაახმოვანეს მოთხოვნები და გეგმებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამასთან, ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12-ვე პუნქტს შეასრულებს, რაც კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობაა.
ამისთვის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეიკრიბებიან ბევრად მეტნი, ვიდრე დღეს და 20 ივნისს.
ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება.