ახალი ამბები
დღეს დილით დაიბომბა უკრაინის ქალაქები - არის მსხვერპლი
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქებს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან შეუტიეს. ცნობილია ჟიტომირის, ლვოვის, ჩერნიგოვის რაიონებზე თავდასხმების შესახებ. დნეპროპეტროვსკის ოლქი საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა.

ხარკოვის ოლქში დაბომბვის შედეგად 59 წლის ქალი გარდაიცვალა, 9 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი ტელეგრამზე წერს.

"დაიბომბა ბოგოდუხოვსკის, ხარკოვის, იზიუმსკის და ჩუგუევსკის რაიონები. დაინგრა საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო შენობები. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები", - იტყობინება სინეგუბოვი.

ჟიტომირის მერის, სერგეი სუხომლინის თქმით კი, ბელორუსის ტერიტორიიდან რუსმა სამხედროებმა ჟიტომირის მიმართულებით 24 რაკეტა გაუშვეს და ცეცხლის გაუხსნეს ქალაქსა და მის შემოგარენში სამხედრო ობიექტებს.

შედეგად დაიღუპა ერთი ჯარისკაცი, მეორე კი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე,
დღეს
13:58 / 16.08.2022
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს
ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი
დააზიანეს. ადგილობრივი
13:36 / 16.08.2022
ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი დააზიანეს. ადგილობრივი
წუხელ ღამით, ხარკოვის ათიდან ხუთი რაიონი დაიბომბა. ამის შესახებ
ხარკოვის მერი,
10:35 / 16.08.2022
წუხელ ღამით, ხარკოვის ათიდან ხუთი რაიონი დაიბომბა. ამის შესახებ ხარკოვის მერი,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.