საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო სარჩელი „საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ“
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო სარჩელი
– "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ".
დავის საგანია საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.
"საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრამ შესაძლოა, წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმმა მიიჩნია, რომ მართებულია №1711 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ", – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.
საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 2022 წლის 10 ივნისს მიმართა.
მთავრობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უმოქმედობიდან ჩანს, რომ ის მოქმედებდა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რაც სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.