ახალი ამბები
რუსულმა არმიამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო კიევში
კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსული არმიის დაბომბვის შედეგად სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა. მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ დაბომბვის შედეგად ცეცხლი 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაუჩნდა. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო სამუშაოები.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.