სოფელ მედანსა და ჩქვალერში მეწყერი ჩამოწვა
ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
სოფელ მედანსა და ჩქვალერში მეწყრული პროცესები განვითარდა. ზიანი
მიადგა ადგილობრივი მცხოვრების საკარმიდამო ნაკვეთს.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას სიტყვებით, საუბარია 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე.
მისი სიტყვებით, დაზიანებულია გაზის მილი, ელექტროსადენები და მოსახლეობა კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი. მეწყერმა დააზიანა საავტომობილო გზაც.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. პარალელურად შეიქმნება სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლის არსებულ გეოლოგიურ პროცესებს.