ახალი ამბები
ბოტანიკური ბაღი ზუგდიდს ფაქტობრივად არ აქვს, იქ შესვლა სახიფათოა - ენმ
FaceBook Twitter
E-mail Print
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, თავის დროზე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არასწორად დააპროექტეს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მიზანმიმართულად თუ შეცდომით ისე მოხდა, რომ ბაღის მარჯვენა ფლიგელი მთლიანად დარჩა სადრენაჟო სისტემის გარეშე. მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი შეცდომები, როგორც წესი არ მოსდით სპეციალისტებს. შედეგად კი, უხვი ნალექის დროს, აქ საუკუნოვანი ხეები ნადგურდება. ეს იმ ფონზე, როცა ბაღის რეკონსტრუქცია სულ რამდენიმე წლის წინ დასრულდა.

"ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ უხვი ნალექის შემდეგ როგორ მიჯრით ნადგურდებიან 180 წლის წინ გაშენებული ხეები. ეს არის მარადმწვანე მუხები, რომელთაც დაბლა შეუდგათ წყალი იმიტომ, რომ დამპროექტებლებმა თავის დროზე არასწორად გააკეთეს კი არა და, სადრენაჟო სისტემა, რომელიც 180 წლის წინ დამონტაჟდა, ამოგმანეს და მთლიანად წყალში ჩაახრჩვეს 12 ჰექტარი. ჩვენ დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოვისმენთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის ანგარიშს. სხდომაზე დღეს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვიწვევთ ზუგდიდის მერს, მამუკა წოწერიას თავის ქალაქს გასცეს პასუხი, რანაირად და როგორ მოხდა ის, რომ ბოტანიკური ბაღი კი არ რეაბილიტირდა, მოხდა ისე, რომ ბოტანიკური ბაღი ფაქტობრივად არ აქვს ზუგდიდს, რადგან ბაღში ვიზიტი არ არის უსაფრთხო", - განაცხადა მაია კალანდიამ.

მისივე თქმით, "წყალში ჩამხვრჩვალი" ხეები ბაღში ყოველდღიურად ნადგურდება და ფიქრობენ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რათა განადგურდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მანვე აღნიშნა, რომ დღეს ზუგდიდს ფაქტობრივად არ აქვს დადიანების ბაღი.

"ბაღი, რომელსაც ბოლშევიკებმაც კი ვერაფერი ვერ უქნეს იმის გამო, რომ "ქართუმ" გააკეთა აღნიშნული რეაბილიტაცია მიზანმიმართულად შეცდომით, ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს დადიანების ბაღი", - განმარტა მაია კალანდიამ.

რამდენიმედღიანმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც აზარალა. გადაუღებელი წვიმების შედეგად, ფესვიანად წაიქცა 7 ასაკოვანი ხე. მათ შორის სამი მუხა. ხეები დაეცა ღობესაც და დააზიანა. უხვმა ნალექმა ბაღის ცალკეული უბნები დატბორა.

უსაფრთხოების მიზნით, ერთი დღით ვიზიტორებისთვის ბაღი დაიკეტა.

ადგილობრივ მერიაში განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, ბოტანიკურ ბაღში დამატებით სადრენაჟო სისტემებს მოაწყობენ.

განახლებული ბოტანიკური ბაღი 2019 წლის ბოლოს გაიხსნა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.